06:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 15:36:03, 2497 ნახვა

მსოფლიო
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე დღეს კიდევ 33 პირი დააკავეს (ვიდეო)

ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე დღეს კიდევ 33 პირი დააკავეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, არაგაცოტნის რაიონში მომიტინგეებმა 5 სამართალდამცველი სცემეს.

მედიის ცნობით, აქცია ერევანში დღეს დილიდან განახლდა. მსვლელობას ერთდროულად დემონსტრანტების რამდენიმე ჯგუფი მართავს. ერთ-ერთი აქცია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტებმა დაიწყეს. ამასთან, კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლა შეწყვიტეს და ცენტრალური მოედნისკენ მიემართებიან. აქციას ასევე სამართალდამცველები და სამხედროებიც შეუერთდნენ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, სომხეთის ოპოზიციის ლიდერის პაშინიანის დაკავების შემდეგ ერევანში აქციის მასშტაბი გაიზარდა. ქუჩებში ათასობით ადამიანია გამოსული.

ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics