|
2018-04-19 17:54:49, 1391 ნახვა
კომენტარი
რომეო მიქაუტაძე: ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების ნაწილს ლენტეხში მშენებარე „ხელედულა-3 ჰესთან“ დაკავშირებით კითხვები აქვთ. შეხვედრაში ასევე, მონაწილეობენ ადგილობრივი მთავრობისა და ინვესტორი კომპანიის შპს „ხელედულა ენერჯის” წარმომადგენლები. „დღეს შევხვდი ლენეტეხელებს და მათ დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია დაგეგმილი ჰესის პროექტის შესახებ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან, ხოლო ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია ენერგეტიკის განვითარების გარეშე. თითოეულ ჰესს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე. ყოველი ახალი ჰესი ნიშნავს მეტ ელექტროენერგიას ჩვენი მოსახლეობისათვის, მეტ ინვესტიციას და მეტ დასაქმებულ მოქალაქეს. საქართველოს მთავრობა, პირადად მე, ძალღონეს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ავუხსნათ“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ „ხელედულა-3“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე ხორციელდება. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას ეკისრება ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში (ძირითადად ზამთრის თვეები) ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს. აღნიშნულის გათვალისწინებით პროექტის განხორციელება გარკვეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მიერ ენერგეტიკულ სექტორში გატარებული გრძელვადიანი პოლიტიკის ამოცანის გადაჭრაში, რაც გულისხმობს საკუთარი ჰიდრორესურსებით იმპორტირებული ელექტროენერგიის ეტაპობრივ ჩანაცვლებას. ჰესის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ.-ია ,ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 250მლნ. კვტ საათი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე 400მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა შორის ურმავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ჰესის ექსპლუტაციაში შესვლის შემდეგ ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად 1,5 მლნ ლარი შევა.
(NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)