05:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 17:33:45, 2349 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი: დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობები დღეს უფრო ცუდ დონეზეა, ვიდრე „ცივი ომის“ დროს

დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობები დღეს უფრო ცუდ დონეზეა, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობები ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვინაიდან „ცივი ომის“ დროს არსებობდა კომუნიკაციის არხები და დასავლეთი არ იყო რუსოფობიით ასე შეპყრობილი, რაც ახლა სანქციების საშუალების გენოციდის მოწყობას ემსგავსება“,- განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, 7 აპრილს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება არ მომხდარა და მისი სავარაუდო გამოყენების შესახებ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ს მიერ მოყვანილი მტკიცებულებები, მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციას ეყრდნობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics