05:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-15 11:43:53, 2246 ნახვა

მსოფლიო
მონტენეგროში დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

მონტენეგროში დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

ქვეყანაში სულ 640 000 ამომრჩეველია. მათთვის  ქვეყნის მასშტაბით 1200-მდე საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით დილით 07:00 საათზე გაიხსნა. 

არჩევნების პროცესს მონიტორინგს ათასზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს, მათ შორის ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ეუთო. 

გამარჯვებისთვის  7 კანდიდატი იბრძვის. თუმცა, ფავორიტად 56 წლის მილო ჯუკანოვიჩი მიიჩნევა, რომელიც ექსპერტთა შეფასებით, პირველივე ტურში შეძლებს ხმათა აუცილებელი 50%-ზე მეტის მიღებას.

მონტენეგროში არჩევნები 1990 წლის შემდეგ პირველად იმართება. ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ფილიპ ვუიანოვიჩი კი ქვეყანას ბოლო 15 წელია, მართავს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა, თუმცა, ვუიანოვიჩის შემთხვევაში, მისი მანდატი არჩევიდან 3 წელიწადში, 2006 წელს განულდა, როდესაც მონტენეგრომ სერბეთისა და მონტენეგროს კავშირიდან გასვლისა და დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა.

საარჩევნი უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიხურება. დღესვე გვიან ღამით, არჩევნების პირველადი შედეგები გახდება ცნობილი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics