04:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 09:44:29, 2000 ნახვა

მსოფლიო
იტალია სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს

იტალია, გერმანიის მსგავსად, სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა. 

Dailystar- ის ცნობით, ჯენტილონის თქმით, იტალია თავისი მოკავშირეების ლოგისტიკური მხარდაჭერის პირობას დებს.

„იტალია სირიაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს. არსებული საერთაშორისო და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, იტალია განაგრძობს მოკავშირე ძალების ლოგისტიკურ მხარდაჭერას“, - განაცხადა ჯენტილონიმ.

პრემიერმაა ეს განცხადება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. მერკელმა კი, თავის მხრივ,  ბერლინის მონაწილეობა დამასკოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში გამორიცხა. 

შეგახსენებთ, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics