03:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 15:29:01, 2496 ნახვა

მსოფლიო
„მოემზადე, რადგან რაკეტები წამოვა“ - დონალდ ტრამპი რუსეთს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთს აფრთხილებს.

შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ხელმძღანელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.

"რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, რადგან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი (საუბარია ბაშარ ასადზე), რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს", - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, 10 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკის პასუხი 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics