|
2018-04-10 15:51:41, 1718 ნახვა
კომენტარი
კალაძე: პირობას გაძლევთ, „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლები ჩვენს ქალაქს საუკეთესოდ მოემსახურებიან
თბილისის მერმა კახა კალაძემ ცაბაძის ქუჩაზე „თბილისის პარკინგის“ ახალი ცენტრალური ოფისი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორთან, მამუკა კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. მისივე თქმით, კომპანია მაქსიმალურად მობილიზებულია და მზად არის, პარკირების სისტემის მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებები სათანადოდ შეასრულოს. „თავიდან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ პროცესს, თუმცა თქვენ უკვე ხედავთ, რომ სატრანსპორტო კომპანიას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ პარკირების სისტემის მენეჯმენტი სათანადოდ განახორციელოს. პირობას გაძლევთ, რომ ეს ადამიანები ჩვენს ქალაქს საუკეთესოდ მოემსახურებიან და დაამყარებენ წესრიგს. ამისთვის ყველანაირი მზაობა არსებობს და კომპანია ტექნოლოგიურადაც შესაბამისად არის აღჭურვილი. მინდა მათ წარმატებები და, ზოგადად, პარკირების თვალსაზრისით ქალაქში წესრიგი ვუსურვო. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ქალაქის მასშტაბით, რაც პარკირების სისტემის მოწესრიგებას და მიწისქვეშა პარკინგების მოწყობასაც გულისხმობს. მუშაობა უკვე დაწყებულია და ჩვენ ამ პრობლემას უახლოეს მომავლში მოვაგვარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, პარკირების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით მერიას აქვს კომპლექსური მიდგომები და მუშავდება კონკრეტული ხედვა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, ჯარიმების გამოწერის პროცესი უნდა იყოს არა კერძო სტრუქტურის, არამედ მუნიციპალური სამსახურის დაქვემდებარებაში. „სამომავლო გეგმებს, თუ როგორი იქნება პარკირების გადასახადი მომდევნო წლების განმავლობაში, ასევე, ეს იქნება ზონალური თუ საათობრივი, ამ ხედვას და კონცეფციას ჩვენ უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილს. რაც შეეხება ჯარიმების გამოწერას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს მუნიციპალური სამსახურის დაქვემდებარებაში, რადგან ევროპული მაგალითებიც რომ ავიღოთ, წამყვან ქალაქებში არსად არის კერძო სტრუქტურა, ვინც აჯარიმებს მოქალაქეებს. დაჯარიმების ნაწილი მერიის სტრუქტურის დაქვემდებარებაში უნდა იყოს. ჯარიმები პირდაპირ არ უნდა იყოს მიბმული ბიზნესზე, როგორც იყო სითი პარკის შემთხვევაში”, - განაცხადა თბილისის მერმა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის, მამუკა კობახიძის თქმით, პარკირების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა უკვე დაწყებულია და ის სტანდარტების შესაბამისად 30 დღის ვადაში დასრულდება. „თბილისის პარკინგში“ მუშაობას „სითი პარკის“ 102 თანამშრომელი გააგრძელებს. პარკირების ბარათების შეძენა შეასძლებელი იქნება როგორც პარკირების ახალ ვებგვერდის, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით. „ტექნიკურმა ჯგუფმა უკვე დილიდანვე დაიწყო პარკირების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. დღის მეორე ნახევრიდან კონტროლიორ-ინსპექტორები შეუდგებიან საქმიანობას. რაც შეეხება თანამშრომლებს, სითი პარკის 102-მა თანამშრომელმა გამოხატა ამ კომპანიაში გადმოსვლის სურვილი. აქედან 76 არის კონტროლიორ-ინსპექტორი, რომელიც ჩაერთვება თბილისის პარკირების ნაწილში. ასევე არიან ევაკუატორის მძღოლები და მათი დამხმარეები. პარკირების ბარათების ღირებულება და ვადები არ შეიცვლება. ინფრასტრუქტურის განახლება მთლიანად მოხდება 30 დღის ვადაში“, - განაცხადა მამუკა კობახიძემ. „თბილისის პარკინგის“ ახალ ოფისში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)