03:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 15:03:29, 2153 ნახვა

მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებები გრძელდება

ღაზას სექტორში პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის მორიგი შეტაკებები დაიწყო, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საბურავებს წვავენ, რათა ისრაელის არმიის ხილვადობა გააუარესონ. ისრაელის არმია კი, პალესტინელების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს.

ისრაელ-ღაზას საზღვარზე 7-კვირიანი საპროტესტო აქცია გრძელდება. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. აქცია მოძრაობა "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, როომ 31 მარტს ერთ-ერთი შეტაკების დროს 16 პალესტინელი დაიღუპა, 1 500-მდე ადამიანი კი, დაშავდა.  აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics