07:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 11:26:22, 1411 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: ეკონომიკური ზრდის კუთხით პოზიტიური დინამიკა გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის კუთხით, პოზიტიური დინამიკაა.

მისივე თქმით, 2017 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დაფიქსირდა, ხოლო  2018 წლის იანვარ-თებერვალში, ასევე, ზრდის მაღალი მაჩვენებელია:

"მინდა, გამოვეხმაურო იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით. საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად გვქონდა 2017 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში და 2018 წლის მიმდინარე ორ თვეში ასევე მაღალი ზრდა დაფიქსირდა. თებერვლის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5.5%, ჯამში იანვარ-თებერვლის მონაცემებით, 6.9% გვაქვს. მოგეხსენებათ, მსოფლიო ბანკმაც გაზარდა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებელი მთელ რიგ მაჩვენებლებში პოზიტიური დინამიკითაა გამოწვეული, რომელთა შორისაა საწარმოო ბრუნვა, გაზრდილია ექსპორტი, ტურისტთა რაოდენობა და ასევე ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. ვფიქრობთ, რომ გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებელი წლის ბოლოს, რაც მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რათა მათ განახორციელონ ახალი გეგმები, ახალი ინვესტიციები და ეს მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, იძლევა პოზიტიურ სურათს", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics