|
2018-03-30 12:28:54, 2269 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ვიზის მოთხოვნისას, სოციალური ქსელების მონაცემების წარდგენა სავალდებულო გახდება
აშშ-ში ვიზიტის მსურველებს, ვიზების მოთხოვნისას, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში მათი ანგარიშების მონაცემების წარდგენა მოუწევთ. CNN-ის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტების მიხედვით, ეს ცვლილება ყველა განმცხადებელს ეხება და ეს მოთხოვნა იმოქმედებს დაახლოებით 15 მილიონ პოტენციურ ემიგრანტზე, ამ სიაში ისინიც შევლენ, ვისაც აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მიღება სურთ. გამონაკლისია დიპლომატიური ვიზა. ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით, კითხვარს დაემატება შეკითხვები ძველ სატელეფონო ნომრებზე, ელექტრონულ ფოსტის მისამართებზე და ა.შ. ასევე, მსურველებმა უნდა დაწერონ, ხომ არ იყო, ან არის, მათი რომელიმე ოჯახის წევრი ტერორისტული საქმიანობით დაკავებული. სახელმწიფო დეპარტამენტი შემოთავაზებულ ცვლილებებს ოფიციალურად დღეს გამოაქვეყნებს. ძალაში კი 60 დღის შემდეგ შევა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)