01:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 21:49:23, 2386 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი აშშ-ის 60 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების 60 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიიღო.

მედიის ცნობით, მოსკოვში აშშ-ის საელჩოს 58 დიპლომატი, ასევე ეკატერინბურგში გენერალური საკონსულოს 2 დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდნენ. დიპლომატებმა ქვეყანა 7 დღეში უნდა დატოვონ. 

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრის სერგეი ლავროვის გადაწყვეტილებით, პეტერბურგში მდებარე აშშ-ის გენერალური საკონსულო დაიხურება. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი აშშ-მ გააძევა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სარკისებრ გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყნიდან დიპლომატებს გააძევებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics