01:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 13:25:03, 1989 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ გირაოზე უარი უთხრა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ მისმა მეგობარმა, მოკრივე მერაბ დვალიშვილმა "მოამბეს" განუცხადა. 

დვალიშვილის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ნიუ-იორკში გუშინ ჩატარდა. მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატი 35 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა.

მორიგი სასამართლო პროცესი 4 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად 2017 წლის ზაფხულში დააკავეს. ხურციძეს რეკეტს, თავდასხმას  და რამდენიმე სახის თაღლითობას ედავებიან. წინასწარი მოსმენის დროს, პროკურატურამ წარადგინა 2 ვიდეომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ სცემს ხურციძე პოლიციის ინფორმატორს. ხურციძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics