00:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 16:46:48, 2387 ნახვა

მსოფლიო
ადვოკატი: სააკაშვილს მოქალაქეობა გაყალბებული განაცხადის საფუძველზე ჩამოართვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ნაზარ კულჩიცკის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის საბუთებში გაყალბებული საბუთია ჩადებული.

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

როგორც კულჩიცკიმ განმარტა, საუბარია სააკაშვილის განაცხადზე, რომელიც მან უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად შეავსო. მანვე დასძინა, რომ არსებულ საბუთზე ყოფილი პრეზიდენტის ხელმოწერა გაყალბებულია.

"მოქალაქეობის მიღების განაცხადზე სააკაშვილის გაყალბებული ხელმოწერა ფიქსირდება. საქმეში არ ფიგურირებს პოლიტიკოსის ნამდვილი განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა თავის განაცხადში მიუთითა, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, ხოლო გაყალბებულ განაცხადში ამის შესახებ ინფორმაცია არ ფიგურირებს. სწორედ ამის საფუძველზე პოროშენკომ ჩამოართვა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოს მოქალაქეობა", - განაცხადა ადვოკატმა.

კიდევ ერთი ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, სააკაშვილს პოლიტიკურად დევნიან.

"ამ ეტაპზე სააკაშვილს არ აქვს მოქალაქეობა და მისი უფლებები შეზღუდულია. მას არ შეუძლია უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს", - დასძინა ჩერნოლუცკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics