23:58 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 20:43:47, 2249 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა პუტინს გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ტელეფონით მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

“ლიდერებმა მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის პრაქტიკულ განვითარებაზე გამოთქვეს, მათ შორის სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათი ინფორმაციით,  პრეზიდენტებმა   შეხვედრის შესაძლებლობაც განიხილეს.

“საერთო ჯამში, საუბარი კონსტრუქციული და საქმიანი იყო და რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების გადაჭრისკენ იყო მიმართული, ასევე განიხილეს სირიაში არსებული პრობლემა. შეთანხმდნენ რომ რეგიონში კომფლიქტი მალე უნდა მოგვარდეს. “, - იუწყება კრემლის პრესსამსახური.

მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ  აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის.

ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. არჩევნებში კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 76.6% მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics