|
2018-03-15 12:37:04, 1705 ნახვა
კომენტარი
პროკურორი: პირადი ჩანაწერები არ არსებობს - ბრალდებულის ოჯახზე ზეწოლას გამოვრიცხავ
საკრებულოს ყოფილი დეპუტატის დაკავების საქმის პროკურორი ბექა ეჟიშვილი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმესი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები არ არსებობს. "ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ სისხლის სამართლის მრავალტომიან საქმეში არც ერთი რაიმე პირადი ჩანაწერი არ არსებობს და არც არავის მოეპოვება. იმდენი პირდაპირი მტკიცებულებაა ამ საქმეში, რომ ნამდვილად არავის სჭირდება არც მისი შვილის ჩვენება, არც ბრალდებულის ჩვენება, მზად ვარ ნებისმიერ ჩემს ქმედებაზე ვაგო პასუხი. გამოვრციხავ, რომ ბრალდებულის ან მისი ოჯახის წევრებზე ჩემი მხრიდან მომხდარა ზეწოლა", - განაცხადა ბექა ეჟიშვილმა. ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ოჯახი საქმის პროკურორს შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს. ყოფილი დეპუტატის შვილი ზურა ნეფარიძე აცხადებს, რომ მას ჩვენებაზე ხელი მუქარით მოაწერინეს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)