02:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 12:51:09, 1318 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე: კახა კალაძე ძალიან ჩქარა ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას

„დარწმუნებული ვარ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც იურიდიული თვალსაზრისითაც არანაირი პრობლემა არ ექნება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კახა კალაძის გადაწყვეტილება სამართლიანია.

„კახა კალაძე ძალიან ჩქარა ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას და ეს დაჩქარებული ტემპი უზრუნველყოფს იმას, რომ თბილისი ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი. თბილისელები ხშირად წუხდნენ იმაზე, რომ ,,სითი პარკი" არასამართლიანად ექცეოდა მოქალაქეებს. როგორც ჩანს, ეს დოკუმენტებშიც აისახა და ამის შემდეგ მიიღო თბილისის მერმა და თბილისის მერიამ ეს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თბილსის მერია 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics