01:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 16:09:12, 1478 ნახვა

კომენტარი
კელი: ტატუნაშვილის საკითხზე რუსეთს უკვე ვესაუბრეთ და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ცხედრის გადმოსვენება მოხდეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ ხერხდება ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება.

როგორც კელიმ აღნიშნა, ამერიკა რუსეთს ტატუნაშვიილის გადმოსვენებასტან დაკავშირებით უკვე ესაუბრა.

"ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება და 2 დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას და მის ყველა ძალისხმევას ამ მიმართულებით. ამერიკა უკვე ესაუბრა რუსეთის ფედერაციას ამ თემაზე და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მოხდეს ცხედრის გადმოცემა“, - განაცხადა კელიმ.

გარდა ამისა, ელჩი პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ 2 რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნება.

„რაც შეეხება რეზოლუციას, მე დეტალურად არ ვარ ინფორმირებული რა სხვაობაა ამ ორ დოკუმენტს შორის, მაგრამ კარგია, როცა უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები თანხმდებიან და იქმნება ერთობლივი დოკუმენტი“,- დასძინა იან კელიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics