00:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 12:36:49, 1729 ნახვა

კომენტარი
კოჟორიძე: ირაკლი შავაძის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებული განცხადებებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს

მოსამართლე ირაკლი შავაძის სამოსამართლო საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებული განცხადებებით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ,-აღნიშნული განცხადება კახა კოჟორიძემ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და განმარტა, რომ შავაძის განცხადებებიდან ათ დღეზე მეტია უკვე გასული, მაგრამ საზოგადოებამ, ასეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე ისიც კი არ იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება.

,,უნდა გავიაზროთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის დამოკიდებულება თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობაზე და დაცულობაზე დგას.

რამდენიმე დღის წინ, პირადად შევხვდი მოსამართლე შავაძეს და ვესაუბრე ამ საკითხზე.

ის საუბრობს იმაზე, რაზეც უკვე საჯაროდ საუბრობს რამდენიმე დღეა.

ის, რომ მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა, გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მიღების  მიზნით, კონსტიტუციური პრინციპისა და ამავდროულად, ,,სისხლის სამართლის კოდექსის" დარღვევაა ეს პირდაპირ წერია ჩვენს კანონმდებლობაში.

ახლა მნიშვნელოვანია  რა რეაგირება ექნება შესაბამის ორგანოებს ამ საკითხზე. მხოლოდ ის, რომ დღეს ამ საკითხზე  იუსტიციის საბჭო იმსჯელებს ვერ იქნება საკმარისი პასუხი, რადგან რაზეც მოსამართლე შავაძე საუბრობს, შეიცავს დანაშაული ნიშნებს, ამიტომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით.

ცოტა უცნაურია, რომ ათ დღეზე მეტია უკვე გასული და ჯერჯერობით საზოგადოებამ ასეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე ისიც კი არ იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics