|
2018-02-28 18:35:45, 1626 ნახვა
კომენტარი
ტყემალაძე: ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხს სტატუსის თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრის თემურ გორგაძის დაკავების ფაქტს გამოეხუამრა. როგორც ტყემალაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარემ დასძინა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. "დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საკრებულოს წევრი - კრწანისის მაჟრიტარი დეპუტატი. როგორც უწყების განცხადებაში საუბარი ეხება ქრთამის აღების ფაქტს შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრის შეწყალების სანაცვლოდ. ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობს პრეზუმფციას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არაფერს ვამტკიცებთ, თუმცა ეს თავისთავად არის ძალიან ცუდი ფაქტი. რა თქმა უნდა არ შევეგუებით დანაშავის მხრიდან, იქნება ეს ჩვენი კოლეგა, თანაგუნდელი თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე. კიდევ უფრო მკაცრი იქნება მიდგომები, სწორედ ჩვენი იმ თანაგუნდელების მიმართ ვინც თავისი არაკეთილსინდისიერი ქმედებებით ჩრდილს მიაყენებს ჩვენს საქმიანობას. დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს უმკაცრესად აგებს პასუხს მისი სტატუსის თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)