23:17 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 15:53:40, 1508 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი ჩაბუქის საქმეზე: სასამართლო თავისივე დამოუკიდებლობის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებას

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე უწყებისადმი გაეროს კომიტეტის მომართვას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ არ მოხდეს ჩაბუქის ექსტრადირება მანამ, სანამ კომიტეტი მის საქმეს  არ განიხილავს.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტეს განუცხადა, რაკი ჩაბუქის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს, გაეროს კომიტეტის წერილის თაობაზე გუშინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს შეატყობინეს.

„იუსტიციის სამინისტროში მოქმედებს სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურები საერთაშორისო სასამართლოში და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებში, როგორიც არის ასევე გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი. კომიტეტმა ჩვენ შეგვატყობინა, რომ მათ გამოსცეს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოს და მის სტრუქტურებს ეთხოვათ, მანამ, სანამ თავად არ განიხილავენ თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს, თავი შეიკავოს საქართველომ მისი ექსტრადირებისგან. რაკი თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს ამ საქმეს, ჩვენ გუშინ უკვე შევატყობინეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ასევე პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ამ წერილის შესახებ. ამ ეტაპზე სულ ეს არის. დანარჩენი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, სასამართლო თავისივე დამოუკიდებლობის ფარგლებში და საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics