|
2018-02-27 15:31:38, 1616 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: პოლიციელებზე ხელის აღმართვა უნდა ისჯებოდეს უფრო მკაცრად, ვიდრე დღეს ისჯება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის ფულადი სანქციების გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტი უფრო ადრე უნდა შემუშავებულიყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციელები თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას იცავენ და მათზე ხელის აღმართვა უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს, ვიდრე ეს დღეს ხდება. „ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა არათუ დროულია, არამედ უფრო ადრეც ყველას ერთად უნდა განგვეხორციელებინა, ამიტომ ჩვენ ერთხმად დავუჭირეთ მხარი ამ ინიციატივას მთავრობის სხდომაზე. იმედი გვაქვს, პარლამენტში ეს მიდგომები გაზიარებული იქნება, რადგან ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას, პოლიციელის საქმე ძალიან პატივსაცემია, სირთულეებით სავსე სამსახური, რომელსაც ისინი ეწევიან, საკმაოდ მწირი ხელფასის პირობებში და მათაც ჰყავთ ოჯახები. მიუხედავად ამისა, ღამის განმავლობაში, მაშინ როდესაც ჩვენ გვძინავს, ისინი ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ. აქედან გამომდინარე, ასეთ ადამიანებზე ხელის აღმართვა, ვფიქრობ დიახ, უნდა ისჯებოდეს უფრო მკაცრად, ვიდრე დღეს ისჯება“, - განაცხადა წულუკიანმა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)