22:28 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 14:02:32, 1773 ნახვა

კომენტარი
ნინო ბოლქვაძე: მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე და თაღლითური შუამავალი კომპანიების მახეში არ გაებან

„ხშირად ცრუ დაპირებებით და ცრუ ინფორმაციით სარგებლობენ მოქალაქეები და არ იციან რეალური სურათი, რა ელოდებათ, თუკი ევროკავშირის ქვეყნებში წავლენ და მოითხოვენ თავშესაფარს“,-ამის შესახებ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ  უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის  პრეზენტაციამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოლქვაძის თქმით, მნიშვნელოვანია,  თავშესაფრის მაძიებლებმა რეალური ინფორმაცია მიიღონ და თაღლითური  შუამავალი კომპანიების მახეში არ გაებან:

„პრობლემა იმაშია, რომ ხშირად ცრუ დაპირებების და ცრუ ინფორმაციით სარგებლობენ მოქალაქეები და არ იციან რეალური სურათი, რა ელოდებათ, თუკი წავლენ და მოითხოვენ თავშესაფარს. არ იციან ის, რომ  სრული უმრავლესობა-97% უარს იღებს  თავშესაფარზე. შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით ეს მათთვისვეა დამაზარალებელი და მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ თაღლითური შუამავალი კომპანიების მახეში არ გაებან  და მომზადებულები იყვნენ იმაზე, თუ რა ელოდებათ, რა რისკებთან არის დაკავშირებული უვიზო რეჟიმის წესების დარღვევა“,-აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics