|
2018-02-23 15:51:52, 1551 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი: ჩვენ ხელისუფლებაში მოსასვლელად არასდროს დაგაბრალებთ, რომ ჩვილი ბავშვი ქვევრში ჩაახრჩეთ
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს მუხთარლის საქმის პოლიტიკურ კინკლაობაში და ურთიერთბრალდებებში გადაყვანა სცადა. ნადირაშვილმა ნუკრი ქანთარიას განცხადებას უპასუხა, სადაც ის ამბობს, რომ მუხთარლის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიიცის ინტერესებშია. დეპუტატის თქმით, დღევანდელი ოპოზიცია არ არის ის ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანო საკითხებით ქულების დაწერას სცდილობს: „ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი ელენეს ძალიან გაწონასწორებული და სწორი ტონის მიუხედავად, ჩვენმა კოლეგებმა სცადეს, ეს საქმე პოლიტიკურ კინკლაობაში და ურთიერთბრალდებებში გადაეყვანათ. ბატონი ნუკრი ქანთარიას მხრიდან ისიც მოვისმინეთ, რომ ჩვენ გვინდა ჩავეჭიდოთ მომენტს და შემდეგ ის გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ. ბატონო ნუკრი, ნამდვილად გეშლებათ. ჩვენ არ ვართ ის ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, ქულები დაიწეროს ისეთ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს. ანუ, ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია და არასდროს დაგაბრალებთ ხელისუფლებაში მოსასვლელად, რომ მაგალითად ჩვილი ბავშვი ჩაახრჩეთ ქვევრში, მე და ჩემი მეგობრები არასდროს დაგაბრალებთ და არ გამოვიყენებთ ჩატაევის საქმეს ისე, როგორც მაგალითად თქვენ გამოიყენეთ ლაფანყურის საკითხი, არასდროს არავის ჯინაზე ციხიდან არ გავათავისუფლებთ ჩატაევის მსგავს ადამიანს,რომელსაც აქვს მძიმე ბრალდებები“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. ნადირაშვილის განმარტებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის მიზეზია ის, რომ პროკურატურის მიერ მუხთარლის საქმის ობიექტური გამოძიების არ სჯერათ: „არ გავქვს ასეთი მოლოდინები იმიტომ, რომ ისეთი საკითხები,რომლის გამოძიებაც არ გაწყობდათ,არ არის მიყვანილი ბოლომდე. მაგალითად, ზურაბ ჟვანიას ფოტოები- ჰაკიმ ფაშას ცნობილი საქმე, როცა ქვეყნის მთავარი პროკურორის სეიფიდან სურათები მოხვდა მედიაში, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე, სანამ სტრასბურგის სასამართლომ არ მოგიწოდათ ამ საკითხზე გამოძიება ჩაგეტარებინათ, არც ერთი ნაბიჯი გადაგმულა, თუმცა გამოძიების შედეგი ცალკე საკითხია, ფარცხალაძის და თორდიას საკითხი, გვარამია- შუბლაძის კაბინეტში დამონტაჟებული კამერები. არც ერთი ინფორმაცია ამაზე არ გვაქვს“,-განაცხადა ნადირაშვილმა.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)