09:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 11:45:28, 2209 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელს მოდერატორობას Reuters-ის ჟურნალისტი აქსელ თრელფოლი გაუწევს

 მიმდინარე წლის  28-29 ნოემბერს თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს მეორედ უმასპინძლებს.
 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი მიიღებს.
უწყების ცნობით, ფორუმში, უკვე მეორედ მიიღებს მონაწილეობას ცნობილი ჟურნალისტი, Reuters-ის რედაქტორ-კონსულტანტი აქსელ თრელფოლი, რომელიც მოდერატორობას  პანელს “Digital Connectivity” გაიწევს.
 აღსანიშნავია, რომ აქსელ თრელფოლი Reuters-ის რედაქტორ-კონსულტანტია. ის მაღალი რანგის შეხვედრებს მასპინძლობს და უძღვება Reuters-ის წამყვან ღონისძიებებს, როგორიცაა ცნობილი ადამიანების შესახებ გამოშვებები და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. 
 წარსულში აქსელ თრელფოლი Reuters-ის ციფრული ვიდეოს მთავარი ევროპელი წამყვანი იყო. 
მან CNBC-ის წამყვანად ოთხი წელი იმუშავა, მანამდე რედაქტორი იყო Wall Street Journal-ის ნიუ იორკის ოფისში და ბლუმბერგის ახალი ამბების რეპორტიორი ლონდონში. 
ის ასევე,  ბიზნესსექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე მრჩევლად მუშაობდა. 
 აქსელ თრელფოლს ხშირად იწვევენ ღონისძიებების მოდერატორად საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ჩათვლით. 
 მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი დურჰამის უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში - ლონდონის სიტის უნივერსიტეტში.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics