|
2017-10-04 10:21:45, 2264 ნახვა
სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ და ჰეროინი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, ცოლ-ქმარი - 1981 წელს დაბადებული მ.ქ. და 1989 წელს დაბადებული უ.ი. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს. "სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 300 აბი და 64,886 გრამი ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, უ.ი.-ს ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს, მეტამფეტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)