04:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 16:35:03, 2528 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის ჩანაწერების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ,   მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია-საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“,-აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics