05:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 14:40:18, 2322 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პუბლიკაციის პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოვა

სასტუმრო "ბილტმორში" საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესის ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით წარსდგება.

კონფერენციაზე ასევე მისასალმებელი სიტყვით გამოვა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა 10 წელია, მიმდინარეობს ევროკავშირისა და სხვა პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ მოიტანა და კვლავ მოაქვს ხელშესახები შედეგები, როგორიცაა მაგალითად: მნიშვნელოვანი პროგრესი საჯარო ფინანსების გამჭვირვალობაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შემუშავებული ფისკალური დისციპლინა და ფისკალური წესები; გაძლიერებული და გაღრმავებული უწყებათაშორისი ფისკალური ურთიერთობები, რომელიც განპირობებულია პროგრამული ბიუჯეტირების კარგი სისტემით; საკუთარი ძალების გამოყენებით კარგად ჩამოყალიბებული და სრულად ინტეგრირებული ელექტრონული სისტემები (ePFMS) ბიუჯეტირების, ხაზინის და სხვა დაკავშირებული სფეროებისათვის; საგადასახადო პოლიტიკის შთამბეჭდავი რეფორმა; განვითარებული მაკროეკონომიკური და ფისკალური ანალიზის შესაძლებლობები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics