03:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 10:37:17, 2201 ნახვა

ეკონომიკა
გახარია: აქცენტები, რომელიც EBRD-ის პრეზიდენტმა გააკეთა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერაა

„EBRD - ისპრეზიდენტის ეკონომიკური ზრდის შეფასება იყო 3,8%, ჩვენ დღეს, 7 თვის მონაცემებით, უკვე 4,4% გვაქვს, თუმცა, მთავარი იყო ის აქცენტები, რომელიც EBRD - ის პრეზიდენტმა გააკეთა“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„EBRD - ის პრეზიდენტმა აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას და აღნიშნა, რომ ეს არის ის საფუძველი, რომელიც აძლევს ქვეყანას ეკონომიკური ზრდის საშუალებას. განსაკუთრებით ხაზგასმით იქნა აღნიშნული ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ძალიან სინქრონულად აწყობილი ურთიერთობა, რაც არის ეკონომიკური ზრდის და ეფექტური ბიზნესგარემოს შექმნის საფუძველი“ - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, სუმა ჩაკრაბარტმაგანაცხადა, რომ ის რეფორმები, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში ტარდება, აძლევს საქართველოს შესაძლებლობას გახდეს მეორე ტალღის განვითარებადი ქვეყნების ლიდერი.„აშკარაა, რომ ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას, გარკვეულწილად მომავალი წლების განმავლობაში დავუახლოვდეთ აღმოსავლეთ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონეს. ეს არის ჩვენი მიზანი და ამისთვის ხორციელდება 4 პუნქტიანი გეგმა და ყველა ის რეფორმა, რომელსაც დღეს სახელმწიფო ატარებს“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics