|
2017-09-11 08:20:52, 2186 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დელეგაციას შეხვდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები განიხილა კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმართან. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კორპორაციის საქართველოსთან თანამშრომლობის მეორე კომპაქტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების სექტორის მხარდაჭერის მიზნით საქართველოსათვის გამოყოფილი იქნა გრანტი 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით . შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მის ერთ-ერთ პრიორიტეტულ განათლების მიმართულებაზე. აღინიშნა ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც არსებობს საქართველოსა და MCC-ს შორის, მათ შორის, განათლების სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან მომავალშიც გაგრძელდება. მეორე კომპაქტის ძირითადი მიმართულებებია: ზოგადი განათლება: ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში 100-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგების და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება. პროფესიული განათლება: ადგილობრივი ეკონომიკისათვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველყოფა. უმაღლესი განათლება: მეორე კომპაქტის ფარგლებში მოხდება მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების პროგრამების დანერგვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში (STEM). აღნიშნული პროექტი გულისხმობს ამერიკული და ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორობას კონსორციუმის ფარგლებში და საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას. ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტების პროგრამების განვითარებას. (NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)