|
2017-09-08 03:02:52, 2218 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოდან ვროცლავის მიმართულებით ფრენების დაწყებას აანონსებს
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მიმართულებით ფრენების დაწყება დააანონსა. ავიარეისები შესრულდება 2018 წლის 31 მარტიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე: www.wizzair.com, ფასები 79.99 ლარიდან. „ვიზეარის“ აღნიშნული დაბალბიუჯეტური ავიარეისი ორი ქვეყნის დამაკავშირებელი უკვე მესამე მიმართულებაა, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესმგზავრებისთვის. ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2012 წელს დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად ზრუნავს თავისი სამარშრუტო ქსელის გაფართოვებაზე, რათა ქართველ მომხმარებელს უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის არჩევანი შესთავაზოს. შარშან ქუთაისი „ვიზეარის“ 25-ე ბაზა გახდა A320 ტიპის ბაზირებული საჰაერო ხომალდით, რისთვისაც 98 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 36 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირების გაფართოვების შედეგად, „ვიზეარმა“ წელს 205,000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 198%-იანი ზრდაა. „ვიზეარის“ დაბალბიუჯეტური ავიამიმართულებების ქსელი ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრებს სთავაზობს 12 დაბალბიუჯეტურ მიმართულებას 8 ქვეყანაში. ამ მიმართულებებით ბილეთების შეძენა შეიძლება ავიაკომპანიის საიტზე wizzair.com ან უფასო მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ფასები 49.99 ლარიდან იწყება. ავიაკომპანიის მგზავრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ დამაკავშირებელი მიმართულებები „ვიზეარის“ ავიაქსელის 42 ქვეყნის 143 მიმართულებაზე. (NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)