01:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-27 03:46:21, 2512 ნახვა

სამართალი
სენაკში სამხედრო ნაწილის საცოხვრებელის მიმდებარედ ბანკომატის ქურდობის მცდელობისთვის ძებნილი დაკავებულია

მიმდინარე წლის 24 მაისს, სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს "საქართველოს ბანკი"-ს ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი თ.შ. დაკავებულია.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ აღნიშნული დანაშაულისთვის ერთი პირი მ.წ. 2017 წლის 17 აგვისტოს დააკავეს, ხოლო თანამზრახველზე თ.შ.-ზე გამოცხადებული იყო ძებნა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ძებნილი პირი თ.შ. საზღვრის პირა ერთ-ერთ სოფელში იმ დროს დაკაავეს, როდესაც ის მიმალვაში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ მ.წ.-ს და თ.შ.-ს (დაუსწრებლად) ჩადენილი დანაშაულისათვის წარედგინათ ბრალდება, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს 19 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა - პატიმრობა.

მოპოვებული მტკიცებულებებისა და საქმეზე გამოვლენილი ახალი გარემოებების დადგენის შემდეგ, დაკავებულებს აღნიშნული დანაშაულისათვის 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics