00:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-15 14:15:25, 3931 ნახვა

სამართალი საზოგადოება
„ხმაურის შესახებ კანონი“ ძალაში შევიდა - ხმაურის შემთხვევაში მოქალაქემ 112-ში უნდა დარეკოს

"ხმაურის შესახებ კანონი" ძალაში დღეიდან შევიდა. 

კერძოდ კი, ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა.

დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილება მოხდება, ხოლო შემდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმა დაეკისრებათ- ფიზიკურ პირს 150, იურიდიულ პირს 500 ლარის ოდენობით. 

ერთი წლის განმავლობაში შემთხვევის განმეორება სანქციის გაორმაგებას ითვალისწინებს და შესაბამისად 300 და 1000 ლარი გახდება. რაც შეეხება პიროტექნიკას, მისი გამოყენება კანონით არის დადგენილი და მისი გამოყენება არ იზღუდება 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 13 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ასევე 9 აპრილსა და 26 მაისს. ამასთან, გამოყენების შემთხვევაში გაფრთხილება არ არსებობს და პირი თავიდანვე დაჯარიმდება. ხმაურის შემთხვევაში მოქალაქემ 112 უნდა დარეკოს.

თავდაპირველად კანონის აღსრულების ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრება.

პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი 28 ივნისს დაამტკიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics