00:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 15:53:44, 2904 ნახვა

სამართალი
სასამართლომ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები გირაოთი გაათავისუფლა

გორის რაიონულმა სასამართლომ „ქართული ოცნების“  წევრის  ირაკლი ხახუბიას ვაჟის, ბექა ხახუბიას  დაღუპვის საქმეზე ბრალდებული ორი პატრულ ინსპექტორი და მათი მეთაური 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ  გაათავისუფლა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე პოლიციელის მიმართ  5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმის არსებითი განხილვა 2 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, გამოძიება პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია 17 მაისს გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics