|
2017-08-09 13:41:25, 2499 ნახვა
სამართალი
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“: რუსეთმა 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევროს კომპენსაცია ჩაურიცხა
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ ევროსასამართლოს დადგენილება აღასრულა და 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევრო ჩაურიცხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რუსეთს მოსარჩელე ლია შიოშვილისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 30 000 ევროს გადახდა გასული წლის 21 დეკემბერს დაეკისრა. „12 ივლისს პუტინის ხელისუფლებამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევრო ჩაურიცხა. საქართველოს მოქალაქე ლია შიოშვილის საქმე, ერთ - ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა იმ უამრავ საქმეს შორის, რომელთა განხილვაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის ფარგლებში დააკმაყოფილა. რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღასრულა ევროსასამართლოს დადგენილება და დაზარალებულს კომპენსაცია აუნაზღაურა. გასული წლის 21 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელე შიოშვილის საჩივარი დააკმაყოფილა და რუსეთს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 30 000 ევროს გადახდა დააკისრა. 2006 წლის 20 ოქტომბერს, რუსმა სამართალდამცველებმა რვა თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მოსკოვის ოლქის ქალაქ რუზაში დააპატიმრეს. შემდეგ კი უკვე ცხრა თვის ფეხმძიმეს, საქართველოსკენ მატარებლით მგზავრობისას დაღესტანში ქალაქ დერბენდში დოკუმენტების გაუმართაობის მოტივით გზის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მისცეს. ასთმით დაავადებული ცხრა თვის ფეხმძიმე ქალი 4 მცირეწლოვან ბავშვთან და სხვა ქართველებთან ერთად 2 კვირის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა. უკიდურესად გაწამებულმა ქართულმა ოჯახმა, მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში შეძლო ფეხით გადმოევლო დაღესტან - აზერბაიჯანის საზღვარი. 15 დეკემბერს კი გურჯაანის საავადმყოფოში ლია შიოშვილის მშობიარობა უმძიმესი შედეგით დასრულდა. კრემლის ანტიქართულ კამპანიას 2006 - 2007 წლებში 7000 - ზე მეტი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოჰყვა. ლია შიოშვილისა და კიდევ 10 დეპორტირებულის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)