22:28 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-04 11:06:35, 2218 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში ძარცვისა და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.შ. 2016 წლის 3 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, დანით შეიარაღებული თავს დაესხა მ.ქ.-ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა საფულე, ხოლო 2016 წლის 4 ნოემბერს, პეკინის გამზირზე მდებარე მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ტანისამოსს.

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა გ.შ. 2016 წლის 4 ნოემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა.

სასამართლომ გ.შ. წარდგენილ ბრალდებაში  სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად  12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics