|
2017-06-19 10:57:55, 2138 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე მზად არის, სატელევიზიო მსჯელობაში მონაწილეობის თაობაზე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართოს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მზად არის, კიდევ ერთხელ მიმართოს პრეზიდენტს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სატელევიზიო მსჯელობაში მიიღოს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე გავლენას არ მოახდენს. „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა ჩემს მიერ შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებზე, ეს საშუალებას მისცემდა საზოგადოებას, მიეღო ამომწურავი ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, - აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან. მისივე განცხადებით, სწორედ ეს არის გარანტი იმისა, რომ რეფორმა ჩიხში ვერ შევა და წარმატებით დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)