|
2017-06-08 10:08:24, 2160 ნახვა
მსოფლიო
კიევში, აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
კიევში, ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოსთან აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამინი დაშავდა. ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი 8 ივნისს, დაახლოებით 00.05 საათზე, უკრაინის დედაქალაქში, შევჩენკოს რაიონში მოხდა. "გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაუდგენელმა პირებმა დიპლომატიური მისიის ტერიტორიის მიმართულებით უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს", - ნათქვამია განცხადებაში. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და გამომძიებლები იმყოფებოდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე (ტერორისტული აქტის) მუხლით მიმდინარეობს. დამნაშავეთა დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)