11:15 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 10:01:51, 2399 ნახვა

მსოფლიო
ანდამანის ზღვაში მიანმარის თვითმფრინავის ფრაგმენტები და დაღუპული მგზავრები აღმოაჩინეს

მიანმარის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც გუშინ რადარებიდან გაუჩინარდა, ანდამანის ზღვაში აღმოაჩინეს, - ამის შესახებ France Press იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მაშველებმა წყლიდან რამდენიმე ცხედრის ამოყვანაც შეძლეს. სამძებრო –სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ამ დრომდე გრძელდება.

როგორც მედია წერს, ამ ეტაპზე, კატასტროფის მიზეზები უცნობია. სამძებრო ოპერაციებში 9 სამხედრო ხომალდი და 3 თვითმფრინავია ჩართული.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო თვიტმფრინავი რადარებიდან გუშნ გაუჩინარდა. თვითმფრინავის ბორტზე 122 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 15 მცირეწლოვანი. ის მიეიკიდან იანგუნის მიმართულებით ახორციელებდა ფრენას. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში სამხედროების ოჯახის წევრები ისხდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ განაცხადა
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის შტაბ-ბინა შტურმით აიღო
WP: აშშ და ირანი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის 60 დღით გახანგრძლივებაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში 26 მაისს ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics