|
2017-06-07 16:17:45, 2248 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორის პოსტზე კრისტოფერ ურეის კანდიდატურა წარადგინა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორის თანამდებობაზე კრისტოფერ ურეის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. სააგენტო The Star-ის ინფორმაციით, კრისტოფერ ურეი პროფესიით იურისტია. ის ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გაათავისუფლა. როგორც ტრამპმა შემდეგში განმარტა, კომი ბიუროს არაეფექტურად ხელმძღვანელობდა და თვითრეკლამით იყო დაკავებული. ცნობისთვის, ჯეიმს კომი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების კრემლის წარმომადგენლებთან შესაძლო ფარული შეთანხმების შესახებ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)