|
2016-06-06 12:30:04, 557 ნახვა
საზოგადოება
10 ივნისიდან C ჰეპატიტით დაავდებულ მოქალაქეებს მკურნალობა კრიტერიუმების გარეშე შეეძლებათ
10 ივნისიდან C ჰეპატიტით დაავდებულ ნებისმიერ მოქალაქეს დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეეძლება ისარგებლოს. მათ საშუალება ექნებათ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 10 ივნისიდან ეს კრიტერიუმები აღარ იარსებებს. მინისტრმა მეორე მნიშვნელოვან განხორციელებულ სიახლეზეც ისაუბრა. სერგეენკოს თქმით, თუკი აქამდე პაციენტს განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე სჭირდებოდა 2 თვე ეს პროცესი მცირდება და 2 კვირა გახდება. „10 ივნისიდან ვაუქმებთ პაციენტის ჩართულობის კრიტერიუმს, რაც მხოლოდ ყველაზე მძიმე კლინიკური მდგომარეობისთვის იყო. 10 ივნისიდან ეს კრიტერიუმი აღარ იარსებებს. ნებსიმიერ პაციენტს, მიუხედავად მისი სიმძიმისა და ფაზისა შეეძლებათ ჩაერთონ ამ პროექტში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ თუკი აქამდე პაციენტს განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე სჭირდებოდა ორი დღე. ჩვენ ამ პროცესს ვამცირებთ და ეს გახდება ორი კვირის ფარგლებში. თუ არსებული კონტრაქტი ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე მხოლოდ 5000 ყველაზე მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტის მკურნალობას და შემდგომში 20 000-ის წელიწადში ეს პროცესი უკვე შეიცვალა. დღეის მდგომარეობით 9000-ზე მეტია ჩართული“, - განაცხადა სერგეენკომ. ამასთან მინისტრის განცხადებით, ფალიაშვილის 110 ნომერში 10 ივნისს ერთ-ერთი სერვისცენტრი ფუნქციონირებას დაიწყებს. „პაციენტებს, რომლებიც აქამდე არ იყვნენ რეგისტრირებული და არ იყვნენ ამ პროგრამაში ჩართული შეეძლებათ მივიდნენ აღნიშნულ მისამართზე და შეეძლებათ ჩაერთონ მკურნალობის პროცესში“, - განაცხადა სერგეენკომ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ სამინისტროს თუ კი აქამდე წინასწარი მოლაპარალებით წელიწადში 20 000 პაციენტის მკურნალობის მედიკამენტი ჰქონდა ეს რაოდენობა 30 000-მდე გაიზარდა. „სამწუხაროდ საქართველო იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც C ჰეპატიტით ავადობა მაღალია. 150 000-მდე ადამინს სჭირდება მკურნალობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პაციენტებმა რაც შეიძლება სწრაფად და მოკლე ვადაში ხარისხიანი მკურნალობა მიიღონ. სამგერელო-ზემო სვანეთში სამწუხაროდ საშუალო ციფრზე პრაქტიკულად სამჯერ მაღალია დაავადება. ჩვენ უახლოეს დღეებში დავიწყებთ მძლავრი სერვის-ცენტრის მშნებელობას. ვფიქრობ, სულ მალე ამ რეგიონის მოსახლეობას და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ ამ გაზრდილი რესურსით მიიღონ ეფექტური მკურნალობა“, - განაცხადა დავით სერგეეკომ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)