|
2016-06-02 15:05:46, 625 ნახვა
საზოგადოება
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეა შეძლებელი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი: ხის სკა (რუტი, დადან ბლანტი) ან/და პენოპოლისტიროლი, ჯამურად 2200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი და თაფლის საწური (ციბრუტი) ღირებულების 30%-ად გადაეცემათ კოოპერატივებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია პროგრამაში მონაწილე თითოეული კოოპერატივის მიერ წარმოდგენილ თაფლის ერთ ნიმუშს უფასოდ ჩაუტარებს ლაბორატორიულ შემოწმებას. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივები მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივების სკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით, როგორც მონაწილის საკუთრებაში არსებული, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემულ სკებზე , რაც ხელს შეუწყობს მიკვლევადობას და უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები და შშმ პირები პროგრამის ფარგლებში განსახორცილებელი კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ მათი ღირებულების 20%-ად. მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის პირველი ეტაპზე 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა უკვე მიიღო 7588 სკა. სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპის შედეგად 51 კოოპერატივს გადაეცემა 3609 სკა, 19 კოოპერატივი მიიღებს 19 ერთეულ თაფლის საწურს და ჯამურად 41, 800 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახ ჭურჭელს. სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.acda.gov.ge პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: http://acda.gov.ge/index.php/geo/static/175
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)