03:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 10:29:26, 585 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ   ილია დარჩიაშვილმა  ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის  სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.  

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება გამწმენდი ავზი; საოპერატორო შენობა.

უწყების ინფორმაციით, მოწესრიგდება  მიწისქვეშა კომუნიკაციები. გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. 

მშენებლობის დასრულების შემდეგ  ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება, რაც, მინიმუმამდე დაიყვანს ქალაქის არსებულ წყალსატევებსა და ზღვაში დაბინძურებული წყლის მოხვედრას და  ქობულეთის მოსახლეობასა და ტურისტებს მრავალი წლის განმავლობაში არსებულ პრობლემას მოუგვარებს.

სამუშაოების ღირებულება 5,867,300 ლარია. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი  ახორციელებს.  პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ეტაპობრივად  300-დან 400-მდე ადამიანი დასაქმდება.   

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics