00:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 15:22:09, 1034 ნახვა

საზოგადოება
სამებაში გაჩენილი ხანძრის გამო, მთავრობამ საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოუყო

სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოეყო.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

”სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ”საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737 400 (სამი მილიონ შვიდას ოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი) ლარი”, - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე ხანძარი 20 მარტს გაჩნდა.ხანძრის შედეგად 1200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics