00:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 17:03:56, 558 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ ქალაქ სოფიას მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, დამეგობრებისა და თანამაშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, ქალაქ სოფიას მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო ბულგარეთის უდიდესი ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მუშაობას, მწავნე სივრცეების მოწყობისა და ეკოლოგიის საკითხებს, ასევე, მიკრობიოლოგიური ნარჩენების მართვის ტექნოლოგიებს.

თბილისის მერის განცხადებით, თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისას, ნარჩენების მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე პრაქტიკის გაზიარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისევე როგორც, საინტერესოა სოფიას მწვანე სივრცეების მოწყობის სტილი, თბილისში ახალი გამწვანებული ტერიტორიების გასავითარებლად.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ნარმანიამ სოფიას განახლებული მეტროც დაათვალიერა. თბილისის მერმა, ახლადდამეგობრებული ქალაქის მეტროპოლიტენის ხელმძღვანელს ის დაგეგმილი სიახლეები გააცნო, რაც თბილისის მეტროს მოდერნზაციის ფარგლებში განხორციელდება.

დავით ნარმანიას ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დასრულებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics