01:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 20:41:06, 635 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ის საარჩევნო კომისიამ აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნების შედეგები გამოაცხადა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ 11 მაისის აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნების შედეგები გამოაცხადა.

საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში გაიმარჯვეს: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ნოდარ ბელქანიამ და ამირან ბერძენიშვილმა; იურიდიული ფაკულტეტიდან ირმა ხარშილაძემ და ირინე ქურდაძემ; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტიდან თამარ აბაშიძემ და რუსუდან სანაძემ; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან გიორგი ღვედაშვილმა და ომარ ფურთუხიამ; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან ელგუჯა მექვაბიშვილმა და მარინე მინდორაშვილმა; მედიცინის ფაკულტეტიდან პაატა იმნაძემ და ნინო ოკრიბელაშვილმა; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან დავით გოცირიძემ, ხოლო აპოლონ სილაგაძემ და ქეთევან ხუციშვილმა ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ხელახალი კენჭისყრის თარიღი უახლოეს პერიოდში განისაზღვრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics