|
2016-05-09 14:30:19, 573 ნახვა
პოლიტიკა
კორნელი კაკაჩია: შთაბეჭდილება რჩება, რომ მეჭიაურის უკან ივანიშვილი დგას
თსუ-ს პროფესორი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ თუ უნდა პრორუსულობის განცდა გააქარწყლოს, მაშინ მეჭიაურის და მსგავსი იდეის მატარებელ დეპუტატებს უნდა გაემიჯნოს. მისივე შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი შეკითხვაა ვინ დგას თამაზ მეჭიაურის უკან და ვის აზრებს გამოხატავს. პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ დეპუტატის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს. „რა თქმა უნდა გასაკეთებელია, ის რომ „ოცნება“ მეჭიაურს გაემიჯნოს. მაგრამ აქვე ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, ვინ დგას და ვის აძლევს ხელს მეჭიუარის განცხადებები. ერთი კაცის მოსაზრება რომ იყოს ეს მე მგონი ამას არ მივაქცევდით ასეთ ყურადღებას და არც იქნებოდა ეს პრობლემა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის ვისგან ღებულობს მხარდაჭერას მეჭიაური. არა მგონია, რომ ის დამოუკიდებლად მოქმედებდეს. თუ ის ახმოვანებს „ოცნების“ ლიდერებისა და დამფუძნებლების აზრს, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალა“, - აცხადებს კაკაჩია. პოლიტოლოგი არც იმას გამორიცხავს, რომ მეჭიაური ივანიშვილის აზრს ახმოვანებდეს. კაკაჩიას ამის ეჭვს რამდენიმე გარემოება უჩენს. „თუ ვინ არის ამაზე საუბარი რთულია. ამას ალბათ უახლოეს პერიოდში ვნახავთ, მაგრამ ფაქტია რომ „ქართულ ოცნებაში“ გარკვეული ჯგუფია, რომელსაც დიდი ხანია ეს იდეა აქვს, მაგრამ აქამდე არ მოქმედებდა. არ არის გამორიცხული, რომ მის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს. მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მეჭიაური ასეთი პათოსის განცხადებების გამო გაეკიცხა, ან მინიშნების დონეზე მაინც გაეკრიტიკებინა. ასეთი შთაბეჭდილება რჩება, თუმცა ჯერ-ჯერობით ასეთი ფაქტები არავის არ აქვს“, - განუცხადა კორნელი კაკაჩიამ „ექსპრესნიუსს“. ცნობისთვის, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მისისვე თქმით, საქართველოს ალიანსში არავინ მიიღებს, თუ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს არ იტყვის. კითხვაზე, ვინ ითხოვს მსგავს გადაწყვეტილებას საქართველოსგან, მეჭიაური პასუხობს, რომ „ამას ყველა ამბობს“.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)