|
2016-05-04 12:53:20, 543 ნახვა
პოლიტიკა
კაციტაძე: ევროსაბჭოს მომხსენებლებთან კომიკურ საკითხზე - პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არჩევნების დღის გარკვევაზე, არ ვისაუბრებ
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ევროსაბჭოს მომხსენებლთა ჯგუფთან შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების თემაზე ისაუბრებს. კაციტაძის თქმით, კერძოდ, იმ მიმართულებით ისაუბრებს რომ, ხელისუფლებამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2014 წლის 1 ოქტომბრის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და საარჩევნო სისტემა არ შეცვალა. კაციტაძის შეფასებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, დღევანდელი მდგომარეობით, არანაირი ნაბიჯი გადადგმული არ არის. "ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა ევროსაბჭოს მომხსენებლთა ჯგუფთან. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია და ბუნებრივია, რომ ჩვენი ყურადღება გამახვილდება ძირითადად ამ თემაზე. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმ თემაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2014 წლის 1 ოქტომბრის რეკომენდაციები და არ შეიცვალა საარჩევნო სისტემა. ასევე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, ამ ეტაპისთვის არანაირი ნაბიჯი გადადგმული არ არის. აუცილებლად გვექნება საუბარი ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, ამ დღეებში გამოქვეყნებულ ერთმანეთთან ძალიან აცდენილ მონაცემებზე, როგორც სამოქალაქო რეესტრის, ასევე სტატისტიკის დეპარტამენტის. მე არ ვაპირებ საუბარს იმ კომიკურ საკითხზე, რასაც ჰქვია არჩევნების დღის გარკვევა პრემიერსა და პრეზიდრენტს შორის, რადგან ცოტა შეურაცხმყოფელია სახელწმიფოსთვის. მგონია, რომ ევროსაბჭოს მომხსენებლთა ჯგუფის ინფორმირება, არის გარკვეული ბერკეტი, რომ ხელისუფლებას დაანახოს ცვლილებების საჭიროება 2016 წლის არჩევნებისათვის, თუ უნდა ხელისუფლებას, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურ გარემოში ჩატარდეს", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ. ევროპის საბჭოს ოფისში, ამწუთებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PASE) დელეგაცია და ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ქრისტიან ურსე ოპოზიციის ერთ ნაწილს ხვდება.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)