|
2016-04-23 17:08:53, 420 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საფრანგეთში ვიზიტი იყო საჭირო და წარმატებული
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციასთან ერთად საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაასრულა. ქვეყნის პირველმა პირმა მედიასთან ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფრანგ კოლეგასთან შეხვედრა შეაფასა. "ეს იყო უაღრესად საჭირო ვიზიტი და ამავე დროს წარმატებული. მინდა მოგახსენოთ პირველ რიგში, რომ საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობა ვითარდება უაღრესად დინამიურად და პოზიტიურად. ფრანგი ხალხი და საფრანგეთის მთავრობა საქართველოსა და ქართული სახელმწიფოს გვერდით დგას და ეს არაერთხელ გამოჩნდა. აგრეთვე ორმხრივი ურთიერთობების გარდა მნიშვნელოვანი იყო იმ ახალ ნაბიჯებზე საუბარი, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს არის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციისათვის გადასადგმელი ნაბიჯები. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მიერ წარმოებული შეხვედრები და მოლაპარაკებები იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩვენ ასე ვთქვათ ბოლომდე გავაცანით ჩვენი პოზიცია, ვისაუბრეთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და დავინახეთ რომ, როგორც პრეზიდენტთან, ასევე სენატში არის სრული კეთილგანწყობა და მზაობა, რომ საქართველომ გადადგას ეფექტური ნაბიჯები. ვიზების ლიბერალიზაცია იყო ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც არის, მაგრამ ეს არის პირველი გადასადგმელი ნაბიჯია. ამ მხრივ მე მინდა გითხრათ, რომ აქ ჩამოსულს დამხვდა ძალიან ეფექტური მუშაობა უკვე რომელიც გასწია ქართულმა მხარემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობის თვალსაზრისით. ამის თაობაზე ბოლომდეა ინფორმირებული ფრანგული მხარე და პრეზიდენტ ოლანდთან შეხვედრის დროსაც ამაზე იყო ხაზი გასმული. არის სრული გაგება იმ ძალიან სერიოზული მუშაობის, რომელიც გასწია ქართულმა მხარემ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ნაბიჯებიც ადეკვატური იქნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)