01:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 13:11:26, 658 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: საქართველოს ამბიციური სამართლებრივი რეფორმები ინსტიტუციური დემოკრატიის შენებისთვის სჭირდება

სოფიაში იუსტიციის მინისტრთა და სასამართლოს ხელმძღვანელთა კონფერენციაზე - „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება კანონის უზენაესობისათვის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში“ − თეა წულუკიანმა საქართველოში გატარებული სამართლებრივი რეფორმები წარადგინა.  

მინისტრმა თავის გამოსვლაში მიმოიხილა მართლმსაჯულების სისტემის პირველი და მეორე ტალღა; პროკურატურის რეფორმის პირველი ეტაპი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, რომელიც უკვე დაინერგა საქართველოში; და სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა.

„ამ მაღალი რანგის კონფერენციაზე განვიხილეთ ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნისთვის შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა, რომელიც მოსამართლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამ გეგმას საქართველო სრულად უჭერს მხარს, რადგან მას ეხმიანება მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა, რომელიც დიდი ხანია, პარალამენტში გვაქვს წარდგენილი. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი შეძლებს, მალე დაამტკიცოს რეფორმის მესამე ტალღა, რათა გაძლიერდნენ ინდივიდუალური მოსამართლეები; დაიწყოს საქმეთა ელექტრონული განაწილების პროცესი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობისა და დამოუკიდებლობის გარანტიებს. ჩვენ ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა მართლმსაჯულების სისტემაში ამბიციურ რეფორმებს მხოლოდ ერთი მიზნით − ინსტიტუციური დემოკრატიის გაძლიერებისთვის ახორციელებს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

ბულგარეთის დედაქალაქში მიმდინარე კონფერენციაზე ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრთან ერთად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე წარმოადგენს. თეა წულუკიანი მაღალი დონის შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდისა, და  ბულგარეთის იუსტიციის მინისტრ ეკატერინე ზახარიევას მიწვევით იმყოფება. ღონისძიებას ესწრებიან, აგრეთვე, ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები.

კონფერენცია სოფიაში 21 აპრილს გაიხსნა. მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება, მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმები გაუზიარეს და იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომლებსაც ხელისუფლებები რეფორმირების პროცესში აწყდებიან.

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია 22 აპრილს სრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics