00:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 14:39:19, 551 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თავისუფლად გადაადგილება ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად ძალიან მნიშვნელოვანია

ევროპაში პირდაპირი გადაადგილება ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მოსახერხებელი და საამაყოა, რომ ევროპის მასშტაბით დაუბრკოლებლად მოძრაობა შეეძლებათ.

”ჩვენ ვაგრძელებთ გზას დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ. ახლა უკვე გვაქვს გამოცდილება რეფორმების წარმატებული განხორციელების, ამოცანების დასახვის, მათი ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულების კუთხით. ახლახან შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციისთვის დასახული მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის მასშტაბით დაუბრკოლებლად გადაადგილების პერსპექტივას უქმნის. თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მოსახერხებელი და საამაყოა, რომ შეეძლებათ ევროპის მასშტაბით დაუბრკოლებლად მოძრაობა. ეს არის ჩვენი დაბრუნება ევროპაში დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ. ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად პირდაპირი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics